Skip to content

როგორ ტარდება თმის გადანერგვის პროცედურა?

თმის გადანერგვის პროცედურის წარმატებულად ჩატარება  მოითხოვს ზედმიწევნით დაგეგმვას და შესაბამისი ტექნიკის გამოყენებას. მნიშვნელოვანი და აუცილებელი  ეტაპები უზრუნველყოფს პაციენტებს ოპტიმალურ შედეგებს.

პროცედურისთვის  პაციენტის თმის ფრონტალური ხაზი და გრაფტების განთავსებისთვის განკუთვნილი ადგილი საგულდაგულოდ არის დათვალიერებული და შეფასებული, ახალი თმის ხაზი ვიზუალირებულია სარკის გამოყენებით. 

ამის შემდეგ ტარდება ადგილობრივი ანესთეზია, რათა უზრუნველყოფილი იყოს პაციენტის კომფორტი მთელი პროცესის განმავლობაში. FUE თმის გადანერგვის ხანგრძლივობა, როგორც წესი, მერყეობს 3-დან 6 საათამდე, განსხვავდება საჭირო გრაფტების რაოდენობის მიხედვით.

პროცედურის დროს საჭიროების შემთხვევაში პაციენტს აქვს მოკლე შესვენებები, რაც საშუალებას აძლევს დაისვენოს. პაციენტს საშუალება აქვს უყუროს ტელევიზორს ან მოუსმინოს მუსიკას.

FUE თმის გადანერგვა შედგება ოთხი ეტაპისგან

01/

გრაფტების მოპოვება სადონორო მიდამოდან

თმის ფოლიკულებს საგულდაგულოდ იღებენ სადონორო არედან, რომელიც მდებარეობს თავის უკანა მხარეს, კეფაზე. გადანერგვის შემდეგ, ეს ფოლიკულები სწრაფად ეჩვევიან ახალ გარემოს და იწყებენ ზრდის პროცესს. პაციენტები, როგორც წესი, ხედავენ შედეგებს პროცედურიდან 6-12 თვემდე, რადგან გადანერგილი ფოლიკულები სრულად ადაპტირდება და იზრდება ბუნებრივად.

02/

გრაფტების მომზადება

პაციენტის სადონორო მიდამოდან მოპოვებული გრაფტები საგულდაგულოდ იყოფა სამ, ორ და ერთ თმის ღერიან გრაფტებად, რათა მოხდეს მათი შესაბამის მიდამოში მოთავსება. ამ ეტაპზე პაციენტს შეუძლია შეისვენოს, მიირთვას ლანჩი და ესაუბროს ახლობლებს.

03/

მიკრო ხვრელების ფორმირება

გრაფტების მომზადების შემდეგ, მიკრო ხვრელები საგულდაგულოდ იქმნება სარეციპიენტო ზონაში. ეს ხვრელები ფორმირებულია ისე, რომ შეესაბამებოდეს მოპოვებული თმის გრაფტების სისქესა და სიგრძეს. სიზუსტე მნიშვნელოვანია, რადგან ამ მიკროხვრელების დახრის კუთხე, სიხშირე და სიღრმე განსაზღვრავს ბუნებრივ გარეგნობას. 

04/

გრაფტის განთავსება

მოპოვებული გრაფტების განლაგება მიკრო ხვრელებთან შესაბამისობაში გადამწყვეტია, ეს უზრუნველყოფს თმის ოპტიმალურ ზრდას. გრაფტების დელიკატური ბუნების გათვალისწინებით,  გამოიყენება მიკროქირურგიული ტექნიკა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ FUE ტექნიკის შედეგად გადანერგილი თმის ფოლიკულები მუდმივია. FUE მეთოდი მოითხოვს სიზუსტეს და გამოცდილებას, რაც წარმატებულ შედეგების მისაღწევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორებია. მხოლოდ გამოცდილ სპეციალისტებს შეუძლიათ ასეთი პროცედურის ჩატარება.