💼 ვაკანსია - დიასახლისი
“თალიზი” პირველი კლინიკა საქართველოში თმის აღდგენისა და ტრანსპლანტაციის ლიდერი 27 წლიანი გამოცდილებით. ჩვენ ვაერთიანებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, საერთაშორისო ექსპერტიზას და პერსონალიზებულ მომსახურებას, რათა მივაღწიოთ ბუნებრივ, გრძელვადიან შედეგებს.
ჩვენი მისიაა — თმის დაკარგვის პრობლემისადმი თანამედროვე, ინდივიდუალური მიდგომის კულტურის განვითარება და პაციენტებისთვის ცხოვრების ხარისხის ამაღლება. კომპანია მუდმივად ზრუნავს ახალი ტექნოლოგიების შემოტანასა და განვითარებაზე, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაზე. “თალიზი”-ს უმთავრესი ღირებულება პაციენტების, თანამშრომლებისა და პარტნიორების კეთილდღეობაა.
“თალიზი” აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ტაშკენტის ქუჩა 27, საბურთალო, თბილისი
სამუშო გრაფიკი : სრული 40 ან არასრული 24 სამუშაო საათი კვირაში
ძირითადი მოვალეობები:
- სამედიცინო დაწესებულებაში ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა კლინიკაში არსებული წესის შესაბამისად;
- სამედიცინო და არასამედიცინო მოხმარების ავეჯისა და ინვენტარის ზედაპირების, იატაკის, კედლების, ჭერის სველი წერტილების, ტექნიკური და დამხმარე ფართების დასუფთავება/დამუშავება დეზინფექტანტით განსაზღვრული პერიოდულობით და საჭიროების მიხედვით.
- სისუფთავის უზრუნველყოფა კლინიკის ყველა ლოკაციაზე
- ნარჩენების მართვა კოინიკაში დაგენილი წესის შესაბამისად
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
ჩვენთან შენ მიიღებ:
- ტრენინგი და განვითარება – “თალიზი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადებას, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
- თალიზის ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
- 50%-მდე ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევა – ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
თალიზი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
შეავსე ფორმა ან გადმოგვიგზავნე რეზიუმე ელ. ფოსტაზე
ᲬᲔᲡᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
„კანდიდადტი“ ასევე ადასტურებს, (აცხადებსთანხმობას/უფლებას აძლევს დამსაქმებელს), რათა დამსაქმებელმაგანახორციელოს მისიპერსონალური მონაცემის (ნებისმიერი მასთანდაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) დამუშავება კანდიდატის შერჩევის ან/და დარეზერვების პროცედურების შესაბამისად. აღნიშნული უფლება ეძლევა დამსაქმებელს იმის მიუხედავად, შემდგომში გაფორმდება, თუ – არა კანდიდატსა და დამსაქმებელსშორის შრომითი ხელშეკრულება. ამასთანავე, კანდიდატი აცხადებს,რომ თანახმაამისიპერსონალური მონაცემები, გასაუბრებისა და ტესტირების შედეგები, ინახებოდეს დამსაქმებლის აპლიკანტთა სარეზერვო ბაზაში, მისიკანდიდატურის სხვა, შესაფერის ვაკანსიაზე განხილვის მიზნით, არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს მის დასაქმებასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მონაცემები გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატი ადასტურებს, რომ მას მიღებული აქვს სრული და ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მისი უფლებების შესახებ, მათ შორის, იმის შესახებ, რომ მისი მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი/პოტენციური დამსაქმებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. კანდიდატს ასევე განემარტებარომ მის შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაციის დაცვის წესების ყოველი დარღვევის ფაქტის გამოვლენის, ან დარღვევის შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ან/და პერსონალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღების სურვილის/კითხვების არსებობის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს დამსაქმებლის სათავო ოფისში და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არიქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემო აღნიშნულ პირობებს.