რა ღირს თმის გადანერგვა საქართველოში?
ებრძვით თმის ცვენას? კლინიკა თალიზი გთავაზობთ მაღალი სტანდარტებისა და მოწინავე ტექნიკების გამოყებენით თმის გადანერგვას , რომელსაც ასრულებენ გამოცდილი ქირურგები. ჩვენი კლინიკა უზრუნველყოფს ბუნებრივ შედეგებს და ყველასთვის ხელმისაწვდომ პროცედურებს.

თმის გადანერგვის პროცედურის ინდივიდუალური ფასები
კლინიკა თალიზში პრიორიტს ვანიჭებთ პაციენტებთან ღია და გულწრფელ კომუნიკაციას, განსაკუთრებით ჩვენი პროცედურების ხარჯებთან დაკავშირებით. გვესმის, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უნიკალური მოთხოვნები, სწორედ ამიტომ ჩვენ გთავაზობთ თმის გადანერგვის თქვენზე მორგებულ პაკეტებს.თმის გადანერგვის ღირებულება მორგებულია თქვენს კონკრეტულ საჭიროებებსა და მიზნებზე .
პირველადი კონსულტაციის დროს ჩვენი გამოცდილი სპეციალისტი გულდასმით შეაფასებს თქვენი თმის ცვენის მდგომარეობას და გირჩევთ მკურნალობის საუკეთესო გეგმას. თქვენ მიიღებთ პროცედურასთან დაკავშირებულ ხარჯების ჩამონათვალს, რაც უზრუნველყოფს სრულ გამჭვირვალობას მთელი პროცესის განმავლობაში.
თმის გადანერგვა ALL Inclusive პაკეტის ფასები
ჩვენი ყოვლისმომცველი თმის გადანერგვის პროცედურის სრული პაკეტი, ტრანსფერის სერვისით და სრულად თქვენზე მორგებული კომფორტული ვარიანტებით. დაჯავშნეთ კონსულტაცია!
FUE | DHI Sapphire
(4000 გრაფტამდე)-
აეროპორტის ტრანსფერი
-
სასტუმროში განთავსება
-
კონსულტაცია და თმის ხაზის დიზაინი Dr. ვადაჭკორია
-
წინასაპროცედურო კვლევები
-
მიკროხვრელები: საფირის მიკრო დანა
-
პროცედურის შემდგომი კოსნულტაცია და შეფასება
-
დაბალი სიხშრის ლაზერული თერაპია
-
თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექციები
FUE GOLD
(4000 გრაფტამდე)-
აეროპორტის ტრანსფერი
-
სასტუმროში განთავსება
-
კონსულტაცია და თმის ხაზის დიზაინი Dr. ვადაჭკორია
-
წინასაპროცედურო კვლევები
-
მიკროხვრელები: საფირის მიკრო დანა
-
პროცედურის შემდგომი კონსულტაცია და შეფასება
-
დაბალი სიხშირის ლაზერული თერაპია
-
თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექციები
-
თმის ცვენის საწინააღმდეგო პროდუქტების 1 თვის მარაგი
VIP Talizi SIGNATURE
(4000 გრაფტამდე)-
აეროპორტის ტრანსფერი
-
განთავსება 5 ვარსკვლავიან სასტუმროში
-
კონსულტაცია და თმის ხაზის დიზაინი Dr. ვადაჭკორია
-
წინასაპროცედურო კვლევები
-
თმის ცვენის გენეტიკური ტესტი
-
პლასტიკური ქირურგი Dr. ვადაჭკორია
-
მიკროხვრელები: საფირის მიკრო დანა
-
პროცედურის შემდგომი კონსულტაცია და შეფასება
-
დაბალი სიხშირის ლაზერული თერაპია
-
თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექციები
-
თმის ცვენის საწინააღმდეგო პროდუქტების 6 თვის მარაგი
-
ძველი ქალაქის და ღვინის ტური
საჭირო გრაფტების ზუსტი რაოდენობა დაზუსტდება თქვენი პერსონალური კონსულტაციის დროს ტრიქოსკოპიით*
რომელი პაკეტი უნდა აირჩიოთ?
ყურადღებით გაეცანით თმის გადანერგვის ჩვენს პაკეტებს და შეარჩიეთ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს საჭიროებებსა და მიზნებს. თუ უკვე შეარჩიეთ იდეალური პაკეტი, დაგვიკავშირდით, და ჩვენ დაგეხმარებით კლინიკაში ვიზიტის დაგეგმვაში.
თუ გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ და არ ხართ დარწმუნებული, რომელი პაკეტი შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს, ნუ მოგერიდებათ, დაგვიკავშირდეთ უფასო კონსულტაციისთვის. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან გაგიწიონ პროფესიონალური დაგეხმარონ და გაგიმარტივონ არჩევანის პროცესი, რათა მიიღოთ სრულყოფილად ინფორმირებული და თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილება.
ჩვენ აქ ვართ, რათა პროცესი მაქსიმალურად გაგიმარტივოთ!
დარგის ექსპერტი ქირურგები
მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული პლასტიკური ქირურგები 28 წელზე მეტი გამოცდილებით
სერტიფიცირებული
„თალიზი“ - აკრედიტირებულია ჯანდაცვისა და თმის აღდგენის მსოფლიო ორგანიზაციების მიერ და დაჯილდოვებულია ექსპერტის წოდებით
უახლესი მეთოდები
ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ყველაზე ეფექტური და მოწინავე მეთოდები, მინიმალურად ინვაზიური მიდგომით
საუკეთესო შედეგები
წარმატების საოცრად მაღალი მაჩვენებლები და სრულიად ბუნებრივი შედეგები არის ის, რაც თალიზის პრაქტიკას ასე გამორჩეულს ხდის.
შემდგომი მოვლის მეთოდები
თალიზის სპეციალიზირებული პოსტპროცედურული მოვლის მეთოდები, გეხმარებათ 12 თვის განმავლობაში საბოლოო და საუკეთესო შედეგის მიღწევამდე.
უახლესი ტექნოლოგიები
ჩვენი კლინიკა აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით და თანამედროვე მოწყობილობებით, რომლებიც შექმნილია ჩვენი პაციენტების კომფორტის გასაუმჯობესებლად და თმის გადანერგვის წარმატებული პროცედურების უზრუნველსაყოფად.

ჯილდოს მფლობელი
თმის გადანერგვის ნომერ პირველი კლინიკა საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში
თმის სრული გადანერგვის პაკეტები
კომფორტული მოგზაურობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ შემუშავებული გვაქვს ყოვლისმომცველი, ინკლუზიური თმის გადანერგვის პაკეტები. ჩვენი თმის აღდგენის პაკეტები მოიცავს ყველა ასპექტს, საწყისი კონსულტაციიდან პოსტპროცედურულ მოვლამდე. ეს მოიცავს თავად პროცედურას, ადგილობრივი ანესთეზიას, საჭირო მედიკამენტებს, აკომოდაციას, ტრანსპორტირება და გუნდს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მთელი პროცედურის განმავლობაში საბოლოო შედეგის მიღებამდე.

უმაღლესი დონის მომსახურეობა თმის გადანერგვის სფეროში და კონკურენტუნარიანი ფასები

თმის გადანერგვის კლინიკა თალიზი არის თმის აღდგენის პირველი კლინიკა საქართველოში. ცნობილი მაღალი დონის სერვისით, თალიზი გთავაზობთ გონივრულ ფასებს, უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს და საუკეთესო თმის გადანერგვის შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა თურქეთი, თმის გადანერგვის პროცედურები შეიძლება გამოირჩეოდეს ხელმისაწვდომი ფასებით, მათი პრაქტიკა ხშირად არ ექვემდებარება მკაცრ რეგულაციას. შედეგად, პაციენტები იღებენ არასასურველ შედეგებს, რაც შემდგომში ჩვენს კლინიკაში კორექტირებას მოითხოვს.
თმის გადანერგვის კლინიკის არჩევისას მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ არა მხოლოდ ფასს, არამედ მომსახურების ხარისხსა და უსაფრთხოების სტანდარტებს. ნუ მოტყუვდებით ზედმეტად დაბალი ფასებით. დამატებითი ინფორმაციისთვის და არალიცენზირებული კლინიკების რისკების გასაცნობად, ეწვიეთ თმის აღდგენის ყველაზე გავლენიანი საზოგადოების ვებსაიტს.
მოითხოვეთ თქვენი ინდივიდუალური შეთავაზება
გრაფტების ზუსტ რაოდენობას განსაზღვრავენ თმის გადანერგვის სფეროს ექსპერტები, რომლთაც აქვთ 28 წლიანი გამოცდილება.
ხშირად დასმული კითხვები
გადანერგვის შემდეგ თქვენთვის გამოყოფილია ჩვენი წარმომადგენლების გუნდი – ხელმისაწვდომი 24/7, რათა დაგეხმაროთ ნებისმიერ დროს.
თმის ონლაინ ანალიზი უფასოა. თქვენ ასევე მიიღებთ უფასო კონსულტაციას თალიზის თმის ცვენის ექსპერტებთან.
ჩვენ თვალყურს ვადევნებთ პროგრესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მიიღებთ სასურველ დაგეგმილ შედეგს.
ნაწილობრივ შედეგებს ხედავთ 6 თვეში, ხოლო საბოლოო შედეგს 1 წელში. კეფის მიდამოზე (თავის უკანა მხარეს) შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს სრული შედეგების მისაღებად.
თუ თქვენი თმის ცვენა ინტენსიურია, თმის გადანერგვის პროცედურა შეიძლება საჭირო გახდეს მთელ სკალპზე. თმის სრული აღდგენისათვის, ჩვეულებრივ, საჭიროა 4000-დან 6000 გრაფტი. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თმის ხარისხი ინდივიდუალურად განსხვავდება.
თუ პაციენტს აქვს სქელი და ძლიერი თმა, დაახლოებით 4000 გრაფტი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. პირიქით, თუ თმა თხელია და ნაკლები სიხშირით გამოირჩევა, სასურველი შედეგის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს 5000-6000 გრაფტის გადანერგვა.
საჭირო გრაფტების რაოდენობა დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე. ქირურგმა უნდა უზრუნველყოს, რომ სადონორო ზონიდან ამოღებული თმის რაოდენობა იყოს ოპტიმალური, რათა თავიდან აიცილოს მისი დაზიანება და შემდგომი შეთხელდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია დაეყრდნოთ გამოცდილი ქირურგის პროფესიონალიზმს, რომელიც განსაზღვრავს საუკეთესო მიდგომას თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად.
თმის აღდგენის ნებისმიერი პროცედურის წარმატებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია საჭირო ფოლიკულების რაოდენობის ზუსტი განსაზღვრა. კონსულტაციის დროს ექიმი საფუძვლიანად შეაფასებს თქვენი თმის მდგომარეობას და დაადგენს ოპტიმალურ გრაფტების რაოდენობას.
გრაფტების საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია თმის ცვენის ინტენსივობაზე. მაგალითად, ზომიერი შუბლის ხაზის რეცესიის შესავსებად შესაძლოა საკმარისი იყოს დაახლოებით 2500 გრაფტი, მაშინ როცა უფრო ფართომასშტაბიანი თმის ცვენის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს 4000 ან მეტი გრაფტი.
გარდა ამისა, თქვენი თმის საერთო მდგომარეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საჭირო ფოლიკულების რაოდენობის განსაზღვრაში. თითოეული გრაფტი ჩვეულებრივ შეიცავს 1-დან 4-მდე თმის ღერს, რაც დამოკიდებულია თმის სიხშირესა და სტრუქტურაზე. შესაბამისად, შედარებით სქელი და ძლიერი თმის მქონე ადამიანს შესაძლოა დასჭირდეს დაახლოებით 2000 გრაფტი, ხოლო თხელ და ნაკლებად ხშირი თმის მქონეს შეიძლება დასჭირდეს 2500-მდე გრაფტი ოპტიმალური შედეგის მისაღწევად.
ოპერაციიდან სამი დღის შემდეგ, როგორც წესი, უკვე მზად ხართ დაუბრუნდეთ სოციალურ ცხოვრებას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ რეაბილიტაციის პროცესი. თავიდან აიცილოთ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა, რამაც შეიძლება აღდგენით პროცესს ხელი შეუშალოს.
დაიცავით თქვენი ექიმის რეკომენდაციები, რათა უზრუნველყოთ ოპტიმალური შედეგები და სწრაფად, უსაფრთხოდ დაუბრუნდეთ ყოველდღიურ საქმიანობას.
ჩვენი კლინიკა გამოირჩევა განსაკუთრებული მიღწევებით თმის გადანერგვის სფეროში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემთხვევა იყო მეშვიდე ხარისხის სიმელოტისას თმის წარმატებული აღდგენა, რომლის დროსაც ერთ სესიაზე 9688 გრაფტი გადანერგდა. ეს შედეგი მიღწეულ იქნა FUT და FUE მეთოდების კომბინაციისა და პაციენტის ხშირი სადონორო ზონის გამოყენებით.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკაში ერთი სესიის განმავლობაში გადანერგილი გრაფტების რაოდენობა განისაზღვრება პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებითა და სადონორო ზონის მდგომარეობით, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და საუკეთესო შედეგები.
უმეტეს შემთხვევაში, ერთ სესიაზე (ერთ დღეში) გადანერგილი გრაფტების რაოდენობა, როგორც წესი, მერყეობს 2500-დან 4500-მდე.